|
2019-06-10 21:14:16, 8182 ნახვა
სპორტი
დანია V საქართველო დღეს, კოპენჰაგენის თელია პარკენზე
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის თელია პარკენზე 10 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, ივარჯიშა და მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ვლადიმირ ვაისი: „აუცილებელია, რომ დანიის წინააღმდეგ ჭკვიანურად ვითამაშოთ" გურამ კაშია: „ჩვენს შანსებს უნდა დაველოდოთ და გამოვიყენოთ" საბა ლობჟანიძე: „უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, გვექნება მომენტები" ოთარ კიტეიშვილი: „დანიასთან მატჩის წინ გუნდში კარგი განწყობაა" დაპირისპირების წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს გამოაკლდა ლევან მჭედლიძე, რომელმაც ტრავმა ნაკრების ბოლო ვარჯიშზე მიიღო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი) თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი). შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით მეოთხე ადგილზეა. შეგახსენებთ იმასაც, რომ გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეეძლება.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)