|
2019-06-10 20:25:15, 1630 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოქრუაშვილის პარტიაზე: ახალი პარტია ყოველდღე იქმნება - როგორ დასრულდება ყველაფერი, არჩევნებზე ვნახავთ
„საქართველოში ახალი პარტია ყოველდღე იქმნება - როგორ დასრულდება ყველაფერი ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პარტიის შექმნას. „უკვე 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში. ალბათ, 500-მდე გაიზრდება მომავალი არჩევნების ბოლომდე. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში ალბათ, შეეძლება დაახლოებით ერთი პროცენტის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია. საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. ოქრუაშვილის განმარტებით, მას ახალ სახეებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)