|
2019-06-10 16:33:11, 1198 ნახვა
პოლიტიკა
კოვზანაძე: Global Finance-ის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო
„გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტთან ერთად განხორციელებული რეფორმები სწორია. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება, რომელსაც „გლობალ ფაინენსი“ აქვეყნებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მთავარია, დასტურდება, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ცენტრალური ბანკი საქართველოს პარლამენტთან ერთად ახორციელებს, არის სწორი. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც გვქონდა ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა. ამან გამოაჩინა, რომ საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმა სწორია. „გლობალ ფაინენსმა“ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „გლობალ ფაინენს“ (Global Finance) საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)