|
2019-06-10 14:34:57, 1170 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი: ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის „Toyota“ ევროპის სათაო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იგეგმება ავტომობილების გაფრქვევების სტანდარტების დაწესება, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ეტაპობრივად თანამედროვე ევროპულ სტანდარტს გაუტოლდება. ტოიოტას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. „მოძველებული ავტოპარკი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით ჩანაცვლება მნიშნველოვან დადებით შედეგს მოიტანს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)