|
2019-06-09 23:48:54, 1256 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა
„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოცდება. შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა. „ამის შედეგია ის ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ბატონ ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი. ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე წინასწარ პროგნოზს, საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს ამის თაობაზე და ამ შემთხვევაში, ჩვენს წინასწარ პროგნოზს პრაქტიკულად დაემთხვა შედეგი, რომელიც მივიღეთ. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგზე. რეალურად დაიდო ის შედეგი, რომელიც აჩვენა მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ანუ ამომრჩეველმა გამოხატა საკუთარი ნება და ამას ასახავს ის ციფრები. თუ სადმე არის რაიმე კონკრეტული გადაცდომა, კანონდარღვევა ან სხვა, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვებიან და ისინი გასცემენ ყველაფერს პასუხს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ხდება კანონის ჩარჩოებში და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნებს ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია. „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად და უზრუნველვყოფთ ამომრჩევლის მისვლას საარჩევნო უბნებზე. უბანზე ყველას აქვს საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება და ეს არის მთავარი. მთავარია ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გაააკეთოს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)