|
2019-06-09 22:39:21, 1121 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დათვლილია ხმათა 75 პროცენტი, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო – შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, უბნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დათვლილია ხმათა 75 პროცენტი, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო – შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, როგორც კალაძემ აღნიშნა, კახაძის კონკურენტმა ხმების 37.5% მიიღო. „ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტულად მათ. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას, დათვლილია ხმების 75% და აქედან, 62.5% არის ლადო კახაძის, 37.5% არის შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ ლადოს დამაჯერებლი გამარჯვება. სხვაობა ძალიან დიდია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამინებს, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)