|
2019-06-09 21:39:24, 1114 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ველით, ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობას როდის შემოუერთდება
„ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მინდა მას მივულოცო ეს გამარჯვება და ველით როდესაც ის შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას" - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლადო კახაძემ ძალიან კარგად იცის, რა მხარდაჭერას ელოდება მთაწმინდელების მხრიდან. „მე დარწმუნებული ვარ მასაც აქვს იგივე მოლოდინი და განცდა, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს მეორე ტურში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც ვნახეთ, ძალიან ორგანიზებულად, დიდი ექსცესების გარეშე ჩაატარა კენჭისყრის პროცესი. ყველა იმ მცირე ინციდენტთან დაკვშირებით, რაზეც დღეს ყურადღება გამახვილდ,ა შესაბამისი რეაგირება მოხდა ან მოხდება მომავალში. საბოლოო რიცხვებს საარჩევნო ადმინისტრაცია აჯამებს , შესაბამისად დაველოდოთ დათვლის შედეგებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)