|
2019-06-09 21:08:18, 1137 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რაც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა
ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. „მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ძალიან გამიხარდება, თუ ეს შედეგები დადასტურდება არჩევნების შემდეგ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)