|
2019-06-09 16:15:55, 1170 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი „ოცნებას“: კრიმინალებთან ერთად არჩევნების ბედის გადაწყვეტას ნუ ცდილობთ
„მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ კრიმინალებთან ერთად ნუ ცდილობენ ამ არჩევნების ბედის გადაწყვეტას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინფზე განაცხადა. მან მე-17 უბანზე გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ამომრჩეველზე იძულების ფაქტია ასახული. „ტელემაყურებლებმა და ჟურნალისტებმაც ნახეთ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტი, დავით იმნაძე პირდაპირ ცდილობდა რომ ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ბატონი დავითი, ამ წუთებში იჯდეს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდეს რატომ მოიქცა კანონის საწინააღმდეგოდ, რატომ ცდილობდა, რომ ლადო კახაძის სასარგებლოდ გაეკეთებინებინა ამომრჩევლისთვის არჩევანი, ამის ნაცვლად მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა გადაიღეს მმე-17 უბანზე. ბატონი დავითი არც პოლიციის უბანშია, არც რამე საყვედური მიუღია, უბრალოდ გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა ისევ მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა. როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობა გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც ისინი გვეუბნებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და შესაბამისად, ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. საერთოდ კლიმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შექმნა საარჩევნო უბნებზე, არის ძალიან მძიმე. ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან "ქართლი ოცნების" ხელისუფლების ოფიციალურად წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)