|
2019-06-09 11:50:19, 1006 ნახვა
პოლიტიკა
შავგულიძე: თუ ამომრჩეველი აქტიური იქნება, მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა
თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა. როგორც შავგულიძემ განმარტა, დაბალი აქტივობის შემთხვევაში, ხელისუფლებას შანსი ექნება გაიყვანოს საკუთარი კანდიდატი. „ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ შესაცვლელია, ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, არჩევნებზე მოვა და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მჯერა, რომ ვერის, უშუალოდ მთაწმინდის, სოლოლაკისა და ოქროყანის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, - განაცხადა შავგულიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)