|
2019-06-09 11:38:25, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას განმარტებით,ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეიძლება მურუსიძისთვის მოგიწიოს
„შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს ითვლის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ხმა შალვა შავგულიძე გამარჯვების შემთხვევაში, ის პარლამენტის პროდუქტიული წევრი იქნება. „ბანალური არ ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა არის, როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხული. მე არაფერს არ ვერჩი ლადო კახაძეს, მას პირადად ვიცნობ. შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას შავგულიძესთან. მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ ისტორიის გაყალბება უნდოდათ. ადგილი აწმყოს დამახინჯებას ჰქონდა, თითქოს ბატონი მურუსიძე ფრთიანი ანგელოზი გახლავთ და ბატონი შავგულიძე არის ცუდი ადამიანი, რომელიც თუნდაც წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის, როგორც ადვოკატი, იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს შავგულიძეს დაუჭერს. როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)