|
2019-06-09 11:13:22, 999 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: ცესკო-ში თამარ ჟვანია ვერ ვიპოვეთ, თუმცა მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ დაიწყო დილიდან კანონდარღვევები
ბლოკ „ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ელენე ხოშტარია და ნინო გოდუაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობენ. როგორც ისინი აცხადებენ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მათთან შეხვედრას თავს არიდებს. მათივე განმრტებით, საარჩევნო უბნებზე არ ხდება ნაკადის მომწესრიგებლების მხრიდან ამომრჩევლების პლანშეტებში შემოწმება, რაც არის კანონდარღვევა და რაც ე.წ. კარსულების საფრთხეს ქმნის. „თავდაპირველად ჩვენი შესვლის ხელოვნური შეფერხება იყო. ყველაზე უფრო საინტერესოა, რომ შევედით მდივანი ვერ გვეუბნება საერთოდ, შენობაში არის თუ არ არის ჟვანია, თუ უარს ამბობს შეხვედრაზე. გასაგებ პასუხს ვერ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, შეშინებულია, სადღაც იმალება, მაგრამ პირობას ვაძლევ, მოუწევს ჩვენთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების გაცემა, რატომ დაიწყო დილიდან კანონდარღვევით საარჩევნო პროცესი. ვერსად ვერ გაიქცევა, ვერ დაიმალება. სადაც ახლა არის, შეატყობინონ და უთხრან, რომ სწრაფად მოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. ჩვენ დავრჩებით მის ოთახთან“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)