|
2019-06-09 10:26:01, 963 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ამბობს, რომ აქ მმართველი გუნდი დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე უზნეო და უკანონო მეთოდებით მუშაობდნენ. როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“. "ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა პირველი ტურის დროსაც და მეორე ტურის დროს, დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. წინა არჩევნებისთვისაც და მერეც გადააგდეს ხალხი, მაგრამ დაჭერილი ხალხისთვის და მისი გარემოცვისთვის ყოველთვის ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა და გავუშვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვხმაურა აქ და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეთ თავიანთი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება. აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები აქ, ოქროყანაში. დღევანდელი დღე მაინც უნდა იყოს მშვიდი და სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)