|
2019-06-09 10:19:10, 972 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ, როდესაც ერთი კანდიდატი დიდი უპირატესობით იგებს
„პირველი ტურის დროს, მოგახსენეთ მე, რომ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე ავღნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირიატესობით გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, პირველი ტური მძაფრი კონკურენციის პირობებში, თუმცა ევროპული სტანდარტით ჩატარდა, რაშიც წვლილი ორივე ოპონენტ მხარეს მიუძღვის. „წინა ჯერზე, პირველი ტურის დროს, მოგახსენეთ მე, რომ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე ავღნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირიატესობით გაიმარჯვებს რაც ვნახეთ კიდევ და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შეიძლება გავუსვა ხაზი დამატებით მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია, იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური. ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ, შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი, ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით წინა არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები იყო, ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)