22:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 16:13:12, 2279 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობისთვის მერსი ტემბონს მადლობა გადაუხადა

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ძალისხმევისთვის, რომელიც არ დაიშურეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკის გაუმჯობესებისა და  სოციალური განვითარებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონისა და ამ პოსტზე დანიშნული სებასტიან მოლინეუსის წარდგენას მიეძღვნა. მიღება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოსვლაში ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მერსი ტემბონი საქართველოს კვლავ ესტუმრება, ამჯერად როგორც ტურისტი და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამავე დროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიესალმა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსის დანიშვნას და მას ასე მიმართა: „საქართველო ერთი დიდი ოჯახია და დარწმუნებულები ვართ, რომ მას შემდეგ, რაც მისი ნაწილი გახდებით, დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი კარი ღია იქნება თქვენთვის 24 საათის განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ქართველები 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და ამით ვართ გამორჩეულები. დარწმუნებული ვარ სასიამოვნო იქნება თქვენთან მუშაობა“, - განაცხდა მან.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსმა  მერსი ტემბონი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics