23:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 12:33:56, 1325 ნახვა

რეგიონი
ჭუბერში, ადიდებულ ნენსკრას კალაპოტთან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად,  ადიდებული მდინარე ნენსკრას კაპალოტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს აფართოებს. კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამონატანებია დაგროვილი, ზოგ ადგილას ჩამონატანების რაოდენობა 1 მეტრს აღწევს.

ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა, რომლიც 1 წლის წინანდელი სტიქიის შემდეგ მოეწყო  თავის ფუნქციას ასრულებს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და  მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების გარეშე შედეგი რა თქმა უნდა ბევრად სავალალო იქნებოდა“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა..

შეგახსენებთ,  რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics