|
2019-06-07 17:13:26, 1234 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ
„კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა იჭერდნენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტ, ნათია თურნავას უსმენენ. დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის თანახმადაც, დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აკრძალულიყო, რადგან ეს ეროვნულ წიაღს ანადგურებდა? რასაც დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნათია თურნავა წინა ხელისუფლების გუნდის წევრიც იყო და მან ჰესების მშენებლობის შესახებ მისი ძველი შეხედულება შეინარჩუნა. რის საპასუხოდ ბოკერიამ განმარტა, რომ მინისტრი სახელმწიფო მოხელე არ არის, ის პოლიტიკური ფიგურაა და უპარტიო ვერ იქნება. „ახლა მინდა განგიმარტოთ, მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არის მოხელე, ის არის პოლიტიკური ფიგურა. კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა ატარებდნენ დაკითხვებზე და არ უნდა იჭერდნენ - ეს ეხება „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურას, თუ პოლიტიკურ ფიგურას არ გააჩნია შეხედულებები და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის ეს არის პრობლემა, მაგრამ მისი არჩევანია. თქვენთვის, ვინც იმ შავბნელ პერიოდს აფასებთ, როგორც ქვეყნის აღსასრულს თქვენთვის უნდა იყოს პრობლემა იმის მიღება, ვინც მაშინ იყო პოლიტიკური ფიგურა. ოღონდ თქვენ მარტო ის ფიგურები გაწუხებთ, ვინც გიქმნით პრობლემებს“, - განაცხადა ბოკერიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)