22:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 15:28:37, 1873 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მოსახლეობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებს ერთიანი ელექტრონული პორტალით მიიღებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გასამარტივებლად 2019-2020 წლებში ერთიანი ელექტრონული პორტალი დაინერგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე წარდგენილ პრეზენტაციაში იყო აღნიშნული. 

 პორტალი მომხმარებელს  საშუალებას მისცემს, რიგ შემთხვევებში სახლიდან გაუსვლელად მიიღოს დისტანციური მომსახურება, კერძოდ: პორტალის ჩაშვებით საგრძნობლად მარტივდება პრივატიზების პროცედურები, მათ შორის შეიქმნება როგორც უძრავი და მოძრავი ქონების მონაცემთა ბაზა, ასევე სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა ერთიანი რეესტრი,  რომელიც განთავსდება ერთიან ციფრულ პლატფორმაზე და იქნება მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული.

ამასთან, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულების ადმინისტრირებას, რაც დადებითად აისახება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ეფექტიანობაზე.

„საბოლოო ჯამში პრივატიზების პროცედურები გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მოქნილი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პერიოდი საგრძნობლად შემცირდება, რაც დადებითად აისახება  როგორც ჩვენს მომხმარებელზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics