|
2019-06-07 15:21:33, 1249 ნახვა
პოლიტიკა
„ბიჭოთი ელაპარაკე თანაფრაქციელებს“ - ბოკერია და ბუკია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას შეკითხვებს, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მისამართით, ხმაური მოჰყვა. გაფიცული მაღაროელებზე საუბრისას, ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, რომ ჭიათურაში განვითარებულ პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტები ერეოდნენ? და სმენია თუ არა „რემენასა“ და „რიჟას“ შესახებ?! „რემენა“ გაგიგიათ, ქალბატონო ნათია?-ამაზეც არ მცემთ პასუხს? თქვენ გინდათ ქალბატონო ნათია, რომ მერე პასუხები არ გამცეთ. გაგიგიათ თუ არა „რემენა“? თუ არ გაგიგიათ მიპასუხეთ“, - მიმართა ბოკერიამ. ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატის კითხვები უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ, ბოკერიას კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააწყვეტინა და უთხრა, რომ ნათია თურნავა დაკითხვაზე არ იმყოფება. „უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე კი არ ხარ, დაკითხვაზე თქვენ რომ არ ხართ მიწვეული ისაა პრობლემა“, - მიმართა ბუკიამ ბოკერიას. რაზეც ბოკერიამ მას უპასუხა, რომ დაკითხვაზე არაერთხელ არის ნამყოფი, ისევ მივა. „შენ რომ მოხვდები დაკითხვაზე ვნახოთ იქ როგორ გაუძლებ, ახლა შენობით მოგმართავ, რადგან ბედავ და მაწყვეტინებ, ვინ მოგცათ უფლება ვაკხანალიის მოწყობის. ბიჭოთი ელაპარაკე თანაფრაქციელებს“, -მიმართა ბოკერიამ ბუკიას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)