|
2019-06-07 15:00:31, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - 140 უშუქო სოფელში ელექტრიფიკაცია განხორციელდება
„ჩვენ დავასრულებთ იმაზე საუბარს, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს უშუქო სოფლები საქართველოში. ჯამურად, საქართველოში 140 სოფელია, სადაც დაახლოებით 600 აბონენტია, რომელთა ელექტრიფიკაციასაც სამი მიმართულებით განვახორციელებთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, პირველი, ეს არის ელექტროგადამცემი ხაზების მიყვანა იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ასეთი სოფლებია მესტიის მუნიციპალიტეტში ხალდე და ჰეშკილი. ამ სოფლების ელექტრიფიკაციის პროექტისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია და დაიწყება აქტიური მშენებლობა. „მეორეც, იქ სადაც შეუძლებელია, რომ მივაერთოთ საერთო გადამცემ ინფრასტრუქტურას, იქ გვექნება ავტონომიური გადაწყვეტილებები. მაგალითად, მიკროჰესების რეაბილიტაცია. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ესაა მზის პანელების მონტაჟი იქ, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)