|
2019-06-07 14:42:13, 1317 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა პანკისის მოვლენებზე - შექმნილ პრობლემაზე სამინისტროს პასუხისმგებლობას ვგრძნობ
პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი და ეკონომიკის მინისტრისაც, - ამ სიტყვებით ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პასნკისის მოვლენები შეაფასა. მინისტრის განცხადებით, ესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო. „ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა. და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას ამ შექმნილ პრობლემაზე. და არა მარტო. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან, ასე ვთქვათ დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების. ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ძალიან საჭირო ქვეყნისთვის პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო ბრკოლდება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაცია რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)