|
2019-06-07 12:38:45, 906 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: სიღარიბესთან ბრძოლა და კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია
სასაუბროდ შევარჩიე ორი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ესენია: სიღარიბესთან ბრძოლა და და უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, - ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, მზადაა ყველა შეკითხვას პასუხი ამომწურავად გასცეს. „ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გარდა კონკრეტული სადეპუტატო შეკითხვებისა, მომეცა უფლება, რომ მოკლე ფორმატში მოგახსენოთ ჩვენი უახლოესი პრიორიტეტები და ხედვები. ვფიქრობ საინტერესო იქნება. ვინაიდან ფორმატი იყო შეზღუდული და ეს თავიდანვე ვიცოდით ჩვენ კომიტეტის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შედეგად, რასაკვირველია, ამ მოსვლის ფარგლებში, მე არ მომეცემა შესაძლებლობა, რომ სრულად ვისაუბრო ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტებზე და თუ კონტრიბუციას ვგეგმავთ ჩვენ უახლოეს პერიოდში ეკონომიკური პოლიტიკის მეტი ეფექტიანობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე აუციელებელი იყო გარკვეული პრიორიტიზაცია და მე გაკავეთე შემდეგი პრიორიტეტების არჩევა, რომელიც ყველაზე უფრო საჭირბოროტოა და ვფიქრობ, რომ არამხოლოდ კომიტეტისა და პარლამენტის წევრებს, არამედ მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი ჯგუფის მიმართულება, რაზედაც ჩვენ ვმუშაობთ. პირველი ეს არის სიღარიბესთან ბრძოლა და მეორე პრიორიტეტი, რაც შევარჩიე დღეს, ეს არის მეტი ეფექტიანობა და უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)