|
2019-06-06 22:51:24, 1105 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე - გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 ივნისს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს
აუცილებლად გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 ივნისს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძესთან დებატების დაწყებისას განაცხადა. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს მიმართა. „უღრმეს მადლობას გწირავთ იმ ნდობისთვის, იმ ერთგულებისთვის ჩემო მთაწმინდელებო, ვერელებო, ვაკელებო, ოქროყანელებო, გამოცდილო ხალხო. თქვენ თავზე დოლაბი არ დატრიალებულა თორე, ყველაფერს გაუძელით. შეგიძლიათ, სწორად შეაფასოთ თქვენი გამოვლილი ცხოვრება, შეგიძლიათ შეაფასოთ ადამიანები, შეგიძლიათ შეაფასოთ ის გარემოებები, საიდანაც მოხვედით, რაშიც ხართ და საითკენაც მივდივართ. ჩვენ ერთად ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი ცხოვრება ერთმანეთს დავუთმოთ იმისთვის, რომ გაჭირვებაში შევეხიდოთ ერთმანეთს, ავაშენოთ, გამოვასწოროთ, შევქმნათ ის პირობები, რომ ჩვენმა შვილებმა სანუკვარ დროს იცხოვრონ და კარგად მოგვიგონონ. მადლობა გვითხრან გამოვლილი ცხოვრებისთვის. ჩვენ ერთად, ერთი ხმით, ერთპირად, ერთმუჭად შეკრულები აუცილებლად გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას და 9 რიცხვში ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც გამარჯვებასთან მიგვიყვანს“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)