|
2019-06-06 22:37:15, 1317 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩმა ილიას სიტყვები ქართულად წარმოთქვა
მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, – საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები გაიხსენა. „კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღე საქართველოში. ამ წელს დედოფლის დაბადების დღის მზადებისას მაქსიმალურად შევამცირეთ გარემოსთვის მავნე საშუალებების გამოყენება. მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ქართველ ახალგაზრდებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს, რადგან ეს ნიჭიერი თაობა აგრძელებს ილიას გზას – „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზიმ. ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები ესწრებიან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)