|
2019-06-06 10:44:01, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე: ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ვერის ბაღში მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და „ქართული ოცნების“ წევრები. მმართველი გუნდის კანდიდატმა ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები, დეტალურად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე. აქ რომ გხედავთ და ამდენს რომ გხედავთ, ვარ ძალიან ამაყი, რომ ბოლომდე დგახართ ჩემთან ერთად. არ იქნება არც დაღლა და არც გაჩერება. აუცილებლად, ერთად გავიმარჯვებთ და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მთაწმინდისთვის“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)