|
2019-06-05 15:31:16, 1980 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია: გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო პასუხი სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა
„გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა", - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". „გაეროს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკაზე და დიპლომატიურ ხრიკებზე, ამ კონკრეტულ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საბრძოლო ველზე. აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს რეზოლუციაზე სახელმწიფოთა მხრიდან მხარდაჭერის მოსაპოვებლად და აღნიშნული რეზოლუციის არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოსთან ერთად, რეზოლუციის ინიციატორი გაერო-ს 40-ზე მეტი წევრი ქვეყანაა, რაც დოკუმენტს მათ კუთვნილებადაც აქცევს და ეს საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა. რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებზე და რეზოლუციის მიღება, არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, საქართველოს რადარებიდან თითქოს გაქრობის თაობაზე. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ასევე, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას“, - წერს ზაზა გაბუნია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)