|
2019-06-05 15:19:27, 1794 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ კალანდიას ძმა: საქართველოში სამართლის კოლაფსია - ჩემი ძმა დაიჭირეს, რათა მღელვარება ჩააცხრონ
რეალურად დავდექით იმის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კალანდიას დაკავება პოლიტკური გადაწყვეტილებაა. „ვიტყვი, რომ მიხეილ კალანდიას დაჭერა არის პოლიტკური გადაწყვეტილება. იმიტომ რომ საზოგადოებრივი მღელვარება თავიდან აირიდონ. მაგრამ მე პირდაპირ მიდა ვთქვა, რომ ამას ვერ აცდებიან. ჩვენ არ ვაპირებთ არც საახლობლო, არც საზოგადოება ამას შევეგულოთ. ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია, თუნდაც ამდენი ხნის პროპაგანდის შემდეგ, რომ მიხეილ კალანდია იყო, მაგრამ დღეს რეალურად დავდექით იმის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია. წელიწადნახევრის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კალანდია უდანაშაულო იყო, არაფერი დამტებითი მასალა ან მტკიცებულება აღმოჩენილი არ არის. აქამდე ჩუმად ვიყავით. ეს დანაშაულის დაფარვა, რასაც გვედავებიან იმდენად უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა ამხელა ტრაგედიასთან მიმართებაში არც ხმას ვიღებით და ყოველთვის ნეიტრალურები ვიყავით. მიხეილ კალანდიას „ოქროს მოწმეს“ ეძახდნენ, სათავიდოდ ყველა საქმეში გამოიყენეს“, - აღნიშნა ლუკა კალანდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)