|
2019-06-05 14:46:37, 1879 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: დაშიფრული ნომრიდან მირეკავენ და მემუქრებიან, რომ ამ ადგილიდან წავიდე
პანსკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას ბოლო 2 დღის განამვლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები მოსდის. მისი თქმით, შუამავლებს უგზავნიან, რათა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინონ. „მირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები, პირდაპირი ჩემთან შეხვედრები. მე ნებისმიერთან მივდივარ, ნებისმიერთან ვინც კი დამირეკავს, ვინც კი კაცს გამომიგზავნის, შემხვდიო. ვინც ჩემს მტერს წინააღმდეგობას გაუწევს, ის არის ჩემთვის ახლო ადამიანი. ამბობენ შენ „ნაციონალებთან“ ხარ, ამასთან ხარ იმასთან ხარ, ასეთი რაღაცეები არის, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევ. შუამავალს მიგზავნიან, თუ არ წახვალ მაქედან ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთო“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)