|
2019-06-04 15:03:59, 851 ნახვა
საზოგადოება
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია ბ ზონაში, ხორავასა და ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 11 750 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 460 ათასი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ქუჩების ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. გზები, ასევე, კეთილმოეწყო გ ზონაში, გელოვანის ჩიხებში, სადაც დაზიანებული საფარი 9 600 კვ.მ ფართობზე განახლდა. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს. გზების მოწესრიგების პარალელურად, უახლოეს პერიოდში, ოქროყანაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)