|
2019-06-04 14:58:35, 853 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ოპოზიცია მოზარდების მკვლელობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, ჩვენ საქმე ობიექტურად გამოვიძიეთ
ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა, ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შსს ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურ გამოძიებას აწარმოებდა, მისთვის გამოყოფილი საქმის ნაწილში. „როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებებმა შექმნეს შესაბამისი სამართლებრივი სივრცე, რათა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა ერთ-ერთი პირის მიერ ჯგუფურად, თანამონაწილეობით მკვლელობა. თუმცა კონკრეტულად ვისთან ერთად ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული. შესაბამისად, აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კალანდია დააკავეს. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ მორალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადადგა მთავარი პროკურორი მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა კითხვას არ და ვერ გაეცა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიცია ხელმძღვანელობდა. ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა. ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა. „ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული რევოლუციური სცენერებიც კი იწერებოდა. საზოგადოება ხელისუფლების განწყობებს და მოქმედებებს ძალიან კარგად ხედავს. რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისკენ არის მიმართული. ასევე ოპოზიციის ნაბიჯებს, რომელიც მუდამ ცდილობდა, ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა. ჩვენ ამ საქმეზე გამოძიების სრულად დამთავრებას დაველოდებით. ერთი ინსტანციის სასამართლო კიდევ არის დარჩენილი. მე ღრმად მწამს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)