|
2019-06-04 11:59:10, 842 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ხუცუბანში 2,2 კმ. ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ღირებულება 1 034 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის სამუშაოებს განახორციელებს. მოეწყობა 15 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი და აშენდება 7 ახალი ხიდი. თორნიკე რიჟვაძე ხუცუბნის ცენტრის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 395 645 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა მწვანე ზოლი და შეიცვლება გარე განათების სისტემა. განახლდება რაგბის მოედნი და მოეწყობა 2 ახალი მოსაცდელი. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოჯნახულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)