|
2019-06-03 12:03:32, 1208 ნახვა
საზოგადოება
სანადიროდ გასულ ნიკო ჯელაძეს მე-11 დღეა ეძებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაშველებთან ერთად 11 დღეა ნიკო ჯელაძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, დაკარგული რაჭის მთებში სანადიროდ იყო წასული. მესამე დღეს ჯელაძის კუთვნილი ცხენი და ძაღლი სახლში დაბრუნდნენ, ხოლო დაკარგულის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციასთან ერთად ნიკა ჯელაძეს საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლებიც ეძებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის მამაკაცის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში შინაგანსაქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფირეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის" ხეობასა დამთებში ახორციელებენ. საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)