06:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 11:25:42, 1083 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მზადაა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხზე ოპოზიციასთან დისკუსია გაიმართოს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა მზადაა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ მიღებული დადგენილების რეალიზების საკითხზე ოპოზიციასთან დისკუსია გამართოს.

„ამ რეზოლუციასთან მიმართებაში მიზანი გვაქვს ყველას ერთი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩვენი წინა დადგენილების რეალიზებასთან, ამაზე შეგვიძლია მსჯელობა ნებისმიერ დეპუტატთან, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს იბარებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, არაჯეროვნად სრულდება. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics