|
2019-06-03 10:32:13, 1011 ნახვა
საზოგადოება
გაგარინის მოედანზე ასფალტი ჩაინგრა და მანქანები ჩაიყოლა [ვიდეო]
გაგარინის მოედანზე, კერძოდ კი, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა, რის შედეგადაც ასფალტის საფარი ჩაინგრა და იქ გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი ჩაიყოლა. ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით ძლიერი ხმაური გაიგეს, რასაც წყლის დიდი ნაკადის ამოხეთქვა მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე ასევე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ სულაძეც იმყოფება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. მისი განმარტებით, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი. „მოვუწოდებ მოსახლეობას ვისაც ზიანი მიადგა მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს“, - განაცხადა ბაბუხადიამ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)