|
2019-06-02 17:14:10, 2807 ნახვა
მსოფლიო
ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს
„პარის სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი საჩივარი სან პაულოს პოლიციაში შევიდა. ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ირწმუნება, რომ ნეიმარმა მასზე პარიზში იძალადა, სადაც ის PSG-ში თამაშობს. პოლიციის დოკუმენტების მიხედვით, ფეხბურთელმა ქალი Instagram-ზე გაიცნო და პარიზში შეხვედრა შესთავაზა. მან ქალს ბრაზილიიდან საფრანგეთში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდა და პარიზის ერთერთი სასტუმროს ნომერი დაჯავშნა. ქალი ირწმუნება, რომ 15 მაისს სასტუმროში ფეხბურთელი ნასვამი მივიდა, საუბრის დროს აგრესიული გახდა და ძალის გამოყენებით, ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ქალი ბრაზილიაში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა ისე, რომ საფრანგეთის პოლიციისთვის არაფერი შეუტყობინებია, რადგან "ემოციურად შეძრული იყო და ეშინოდა სხვა ქვეყანაში ფაქტების გამჟღავნების".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)