|
2019-06-02 13:29:58, 948 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის ელჩი - არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომლებიც დინოზავრებს ჰგვანან
ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. - ამის შესახებ ავსტრიელმა დიპლომატმა ბიზნეს მედია ჯორგიას განუცხადა. "იცით, მე ვფიქრობ რომ საქართველოში თაობათა კონფლიქტია, რადგან აქ არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომლებიც დინოზავრებს ჰგვანან და სულ სხვა ღირებულებები აქვთ, რითიც რაც ყველაზე მნიშნველოვანია, აფერხებენ სწორედ პირველი ჯგუფის წისვლასა და განვითარებას. პირადად ავსტრიის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას. და ბოლოს, მაინც იმით დავასრულებდი ამ კითხვაზე პასუხს, რომ ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში", – განაცხადა ელჩმა BMG–სთან ინტერვიუში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)