|
2019-05-31 17:37:42, 1544 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია: წინასაარჩევნო პერიოდში, ცესკო-ზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობდა, რასაც მედიის მხარდაჭერაც ჰქონდა
„19 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ საერთოდ უპრეცედენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტია, სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა მიდიოდეს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე. „მე მინდა ავღნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც შეეხება წინა საარჩევნო პერიოდს. ჩვენ 2019 წლის 19 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ საერთოდ უპრეცედენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ამ საკითხებზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა, როდესაც კომისიის საქმიანობას ეშლებოდა ხელი და მის საქმიანობაში ხდებოდა უხეში ჩარევა. მე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო თითოეულ ადმინისტრატორს, საარჩევნო მოხელეს, რომელმაც შეძლო და თავისი შრომით ძალიან კარგად ჩაატარა ეს არჩევნები, ასევე ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებმაც ცხადად აღნიშნეს, რომ ყველა ის ცრუ ინფორმაცია, ცრუ ბრალდება, უარგუმენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება და სიცრუე, რომელსაც მედიის მხარდაჭერა ჰქონდა დამოუკიდებელმა სადამკვირვებელმა ორგანიზაციამ, ცხადად და მკაფოდ დააფიქსირა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არცერთ ნაწილში საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა არანაირი კანონდარღვევა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)