05:04 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 15:13:34, 971 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ანაკლიის პორტზე: სახელმწიფო ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც შეასრულოს და პროექტი შედგება

სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ განახორციელებს 300 მილიონის ინვესტირებას, გამოისყიდა რამდენიმე ათეული მილიონის მიწები, ასევე, საპარტნიორო ფონდს აქვს 100  მილიონი დოლარის თანადაფინანსების ვალდებულება.

„პირადად ვიყავი ჩართული, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად ვთხოვე OPIC-ს, ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. ძალიან მაინტერესებს, რომელს აქვს გაკეთებული უფრო მეტი, მათ შორის პარლამენტს გარეთ, დღეს რომ ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია, ფოკუსირდეს რეალური საქმის გაკეთებაზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics