|
2019-05-31 14:54:53, 983 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი პოლიტიკოსების გარეშე აწარმოეს
მინდა ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღაროელებთან მთავრობის ჩართულობით მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. „მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს იმ პოლიტიკოსების გარეშე, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურთ ასეთი პროცესებისგან, სხვა არაფერი. ამ ხალხთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. დიახ, ჩვენ ვიყავით ამაში ჩართული და კიდევ ერთხელ მსურს ამ ტრიბუნიდან ყველა ჭიათურელს გადავუხადო მადლობა. ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელიც ჭიათურაში მართლა არსებობს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)