|
2019-05-31 14:48:41, 936 ნახვა
პოლიტიკა
„პრემიერისგან კითხვებზე პასუხის ნაცვლად გაუბედაობა და სადღეგრძელო მივიღეთ“ - გოგიჩაიშვილმა სხდომა დატოვა
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავს, რადგან პრემიერს კითხვებზე პასუხის გაცემის გამბედაობა არ გააჩნია. "ინტერპელაცია მესმის, მაგრამ პრემიერ-მინისტრს თვითონ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, რომ "იცით რა, ხალხო, მე მოვედი საქართველოს პარლამენტში, სადაც არის იმ ხალხის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენ აგვარჩიეს. მე გაგცემთ თქვენ პასუხებს, ინტერპელაციას მოვრჩები და გავაგრძელოთ პროცედურები, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ ", - მაგრამ არა, და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ გაუბედაობის, უპასუხისმგებლობას, სადღეგრძელოს, რომ "ჩვენ საპარლამენტო ცხოვრება გავაძლიერეთ" და უხარიათ მერე ამას რომ ამბობენ, ადამიანს პროტესტი გიჩნდება. თავიდან სხდომა მხოლოდ იმიტომ არ დავტოვე, რომ ამ კითხვების დასმა მინდოდა: სად არის აზარტულ თამაშებზე რეგულაციები, რატომ ვერ ბედავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პირობა მისცა საზოგადოებას, რომ მე ამას შემოვიტან; რატომ დანიშნა თანამდებობაზე ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანი, ნათია თურნავა, რომელსაც, სავარაუდოდ, მექრთამე გამოცდილება აქვს, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში მუშაობდა, ხშირად გვევლინებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან სერიოზულ შემწირველად, რომელიც ყოველთვის იმ ადამიანების გავლენის ქვეშ იყო, რომლებიც ახრჩობენ ქართულ ეკონომიკას, ის ოდიოზური ბიზნესმენები, რომლებზეც ჩვენ 7 ივნისს, აუცილებლად სახელებით და გვარებით ვისაუბრებთ; რატომ გაუშვა გიორგი ქობულია; რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით; ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიციას არ შეუძლია დააკავოს ადამიანები, რომლებმაც დაწვეს პოლიციის ბეტეერი და მანქანები, უკანონობა ჩაიდინეს და მერე თითი უქნიეს, აბა თუ ბიჭები ხართ, დაგვიჭირეთო, რა ხდება, რა სახელმწიფოს ვაშენებთ?! რა ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის ნებართვა გაიცა და გამოდის ეკონომიკის მინისტრი და ამბობს, რომ თურმე მე არ მცოდნია ამის შესახებო, საერთოდ რა მმართველობასთან გვაქვს საქმე?! ეს კითხვები მქონდა და პრემიერი ვერ ბედავს ამაზე პასუხის გაცემას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)