09:22 - 14 Aug, 2026
|
2019-05-31 14:36:46, 1027 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ერთობლივი საქმიანობა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების გათვალისწინებით იქნება დაგეგმილი. ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს წლების განმავლობაში საქართველოში ბავშვებისთვის გაწეული სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის, წარმატება უსურვა ახალ წარმომადგენელს შემდგომ საქმიანობაში და ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)