|
2019-05-31 13:05:33, 1201 ნახვა
ეკონომიკა
იური ნოზაძე - ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სამონადირეო ტურიზმის განმახორციელებელი იტალიური კომპანიის „Montefeltro“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სამონადირეო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. „ჩვენი ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებაა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის, სამონადირეო მეურნეობების განვითარების, ასევე მცირე პოპულაციის ცხოველთა და ფრინველთა სახეობების აღდგენა-მოშენების საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)