|
2019-05-30 22:06:03, 1064 ნახვა
პოლიტიკა
ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო დაუპირისპირდა. აქციაზე შეკრებილებს თან აქვთ პლაკატები: "ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე", "გადადგეს ნანა კოსტავა", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია". აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, ქალაქს წარმოადგენდეს ადამიანი, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს. პროტესტი კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)