|
2019-05-30 15:48:07, 1146 ნახვა
კომენტარი
ფადი ასლი ფოთის პორტზე: არ შეიძლება ინვესტორებთან ასე თამაში, ჯერ აძლევ ნებართვას, მეორე დღეს ხელშეკრულებას უჩერებ
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი ფოთის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ფადი ასლი დაუჯერებლად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემა მთავრობისთვის უცნობი იყო. „როდესაც ახალი პორტის მშენებლობის ფაქტმა საზოგადოებაში გაჟონა, მიხვდნენ, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და პანიკაში ჩავარდნენ. არაკომპეტენტურობის ახალი რეკორდი დაამყარა საქართველოს ხელისუფლებამ. პრემიერ-მინისტრი საპირფარეშოში არ გადის ისე, ბიძინა ივანიშვილთან ორჯერ თუ არ გაიარა საკითხი და ახლა გვეუბნებიან, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისე დებს ხელშეკრულებას ერთ-ერთ უმსხვილესს ოპერატორთან, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა? ამათ ჰგონიათ, რომ ხალხი სულელია და ყველაფერს დაიჯერებს. ეს არის უდიდესი სირცხვილი. ნათია თურნავა ძალიან მეცოდება, რადგან მან პირადად ივანიშვილისგან მიიღო დავალება ეთქვა ის, რაც თქვა. მეორე მხრივ, კი არ შეიძლება მსხვილ ინვესტორებთან ასე თამაში. ერთ დღეს აძლევ ნებართვას, მეორე დღეს უჩერებს ხელშეკრულებას, თუმცა სამწუხაროდ ეს ამ მთავრობისთვის დამახასიათებელია - არაპროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინებაა”, - განაცადა ფადი ასლიმ "რუსთავი 2"-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადების თანახმად, კონსურციუმის, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, - ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)