|
2019-05-30 15:31:17, 1002 ნახვა
საზოგადოება
„ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი: პარტნიორები და ინვესიტრები გვირეკავდნენ, შოკირებულები იყვნენ
„გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ შეშფოთებას - შოკირებული იყვნენ“, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსურციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფოთის პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემი საკითხი, ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის მიმართ ნდობას. „ჩვენ გვირეკავდნენ გუშინ საღამოს და გვიან ღამით ჩვენი პარტნიორები, ბანკები, ჩვენი ოპერატორი და გამოთქვამდნენ შეშფოთებას და იყვნენ შეშფოთებული იმით რაც ხდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ნებართვა გაიცა 2 მაისს და 21 მაისს როცა შედგა ის მოლაპარაკების შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერი არ თქმულა. ეს აყენებს ნდობის მომენტს და კიდევ ერთხელ აზიანებს ნდობას როგორც ჩვენი ინვესტორების მთავრობის მიმართ, ასევე პროცესის მიმართ“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)