09:22 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 14:46:05, 791 ნახვა

საზოგადოება
„საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო...“ - ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ნატურალური ღვინოების პირველ ფესტივალზე "Confetti wine fest" იყო წარდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას"  ხელმძღვანელმა მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო..." გამართა, სადაც ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. მარიუშ კაპჩინსკი მათ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიაზე ესაუბრა. 

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: „რქაწითელი 2017" (თელავის ღვინის მარანი), „საფერავი 2017" (თელავის ღვინის მარანი), „ჩინური 2015" (ბექა გოცაძე), „კრახუნა 2016" (ამირან ვეფხვაძე), რქაწითელი 2017 (ასადელი) და „საფერავი 2017" (ლევან შიუკაშვილი).

პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ს აღწევს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics