|
2019-05-30 13:15:12, 1104 ნახვა
პოლიტიკა
„თურნავა უნდა გადადგეს“ - დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს
პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვაზე პასუხისმგებლობა თურნავას ეკისრება. მისი შეფასებით, ის კორუმპირებული მინისტრია. „მე ვფიქრობ, რომ თურნავა უნდა გადადგეს აუცილებლად იმიტომ, რომ ის არის დანიშნული იმ ოდიოზური ბიზნესმენების მიერ და იმ კორუფციული ინტერესებით არის დანიშნული ეს ადამიანი, რომ ზუსტად ასეთი პროექტებისთვის ხელი მოეწერა. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერზე დავსვათ კითხვა, უბრალოდ მას შეუძლია, გაგვცეს ან არ გაგვცეს პასუხი. მაგრამ თუ ის პრემიერ-მინისტრია, მას თუ აქვს რაღაც თავმოყვარეობა, ვფიქრობ, რომ ყველაზე ისეთი კითხვაზეც, რომელზეც ის ჩათვლის, რომ არ არის საინტერესო, უნდა გასცეს პასუხი. ან დადგეს ტრიბუნასთან და გასცეს კითხვებს პასუხი ან საერთოდ ნუ მოდის, არავის არ სჭირდება ასეთი პრემიერმინისტრის გამოჩენა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)