|
2019-05-30 12:45:37, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი: ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, მდგომარეობას არ არბილებს
„თამაში ხომ არაა, გასცე ნებართვა და საზოგადოება რომ აღშფოთდება მერე წაართვა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონომიკის მინისტრის მიერ, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას. მისი შეფასებით, აღმაშფოთებელია მთავრობის მოქმედება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. „აღმაშფოთებელია საერთოდ, როგორ იქცევა მთავრობა და მისი თითოეული წარმომადგენელი საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თამაში ხომ არ არის გასცე ნებართვა, მერე საზოგადოება რომ აღშფოთდება მერე წაართვა, ამ დროს მთელ საერთშორისო საზოგადოებას აჩვენო, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველომ არ იცის რა უნდა, რა არის მისთვის პრიორიტეტი. ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, ეს არ არბილებს მდგომარეობას, პირიქით კიდევ უფრო აუარესებს და ყველას ეუბნება მთელს მსოფლიოსი რომ ამ ხალხმა ქვეყნის მართვა არ იცის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. შეგასხენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)