|
2019-05-30 10:38:52, 875 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: თუ ფოთის პორტი გამოიკვეთა, იმის დასტური იქნება, რომ მთავრობა ანაკლიის პროექტის დაკონსერვებას აპირებს
„თუ ფოთის პორტი გამოიკვეთა, როგორც კონკურენტი, იმის დასტურია, რომ მთავრობა ანაკლიის პროექტის დაკონსერვებას აპირებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის ჩაძირვა მხოლოდ მტერს აწყობს. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შექმნა არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომლის ჩაძირვა აწყობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტერს. თუ ფოთის პორტი გამოიკვეთა უკვე, როგორც კონკურენტი პროექტი ანაკლიისა, ეს იქნება იმის დასტური, რომ ხელისუფლება აპირებს, რომ როგორც მინიმუმ დააკონსერვოს გაურკვეველი დროით ანაკლიის პროექტი და საბოლოო ჯამში დაასამაროს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადების თანახმად, კონსურციუმის, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)