20:47 - 08 Jul, 2026
|
2019-05-29 16:41:22, 1204 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლის მიზანსაც ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის გაზრდა წარმოადგენს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელთაც მხარს უჭერს ევროკავშირი. აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება უმუშევრობის შემცირების რეალური შესაძლებლობაა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)